გუშინ, გვიან ღამით თბილისის ცაზე უცნაური ნათება
გამოჩნდა.
ცეცხლოვანი ბურთი ცაზე ნელა მოძრაობდა. თანდათან
ქვრებოდა და ცეცხლოვან ნათებას მუქი ბურუსი ცვლიდა.
აღნიშნული ცეცხლოვანი ნათება იმდენად მკვეთრი იყო, რომ
ის არაერთმა ადამიანმა შენიშნა.
ასტრონომები
ვარაუდობენ, რომ დედამიწის გარშემო საშიში ასტეროიდები მოძრაობენ. ძნელი
სათქმელია, იყო თუ არა თბილისის ცაზე მოკაშკაშე სხეული ერთ-ერთი ასტეროიდი,
რომელმაც დედამიწამდე ვერ მოაღწია, თუმცა მნახველები უცნაურმა ნათებამ შოკში
ჩააგდო.
Internet.ge