დღეიდან, რიგ სახელმწიფო უწყებებში „ქართული
ოცნების“ წარმომადგენლები შევლენ.
მათ რაიმე გადაწყვეტილების მიღების
უფლება არ ექნებათ, ისინი მხოლოდ გაცნობითი ხასიათის შეხვედრებს გამართავენ
თანამშრომლებთან და გაეცნობიან სტრუქტურას.
აღნიშნულ საკითხზე „ქართული ოცნების“
და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა სახელმწიფო კანცელარიაში გუშინ გამართულ
შეხვედრაზე იმსჯელეს.
ხელისუფლებასა და პრეზიდენტს შორის
დიალოგის მწარმოებელ ჯგუფებს შორის მოროგო შეხვედრა კვირის ბოლოს შედგება.
Internet.ge