საგარეო საქმეთა მინისტრობის პოსტზე წარდგენილმა მაია ფანჯიკიძემ
საგარეო უწყებაში თავისი წარმომდადგენელი უკვე მიავლინა.
„ძალიან ბევრი რამ არის შესასწავლი, ამიტომ ჯერ ნაადრევია იმაზე
საუბარი რას გავაკეთებ. სამი წელია ამ უწყებაში არ ვყოფილვარ. მაინტერესებს, რა
მდგომარეობაშია სამინისტრო“,- განაცხადა საგარეო უწყების ხელმძღვანელის პოსტზე
დასახელებულმა მაია ფანჯიკიძემ.
რაც შეეხება მოქმედ მინისტრთან შეხვედრას, არსებული ინფორმაციით,
ფანჯიკიძე გრიგოლ ვაშაძეს მიმდინარე კვირას შეხვდება.
ამასთან, ბიძინა ივანიშვილის პრესსპიკერის განცხადებით, ქვეყნის
საგარეო კურსი შენარჩუნდება.
საკუთარი წარმომადგენელი გაგზავნა ლევან ყიფიანმა სპორტისა და
ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროში. როგორც მან აღნიშნა, პირველი ნაბიჯი მინისტრად
დანიშვნის შემდეგ სპორტის დეპოლიტიზირება იქნება.
„სპორტი ყველასთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი. ძალიან საინტერესო
გეგმები გვაქვს“,- განაცხადა ყიფიანმა.
კულტურის მინისტრობის კანდიდატი გურამ ოდიშიარია კი აცახადებს, რომ
მოქმედ მინისტრს ნიკოლოზ რურუას ამ დღეებში შეხვდება.
„დიდი სიამოვნებით შევხვდები, ხელსაც ჩამოვართმევ. ამის შემდეგ ჩემს
გუნდთან ერთად შევისწავლი როგორი გუნდი მუშაობს, როგორია თვითონ სტრუქტურა,“ -
განაცხადა ოდიშარიამ.
Internet.ge