ცნობილი ტელეწამყვანი თინა კანდელაკი შესაძლოა რუსეთში საქართველოს
ელჩი გახდეს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას გამოცემა „პოლიტრუსი“
ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, კანდელაკი ერთ-ერთი ყველაზე რეალური
კანდიდატურაა. მის დანიშვნას კი, ლობირებდნენ რუსეთში გავლენიანი ფიგურები,
კრემლთან დაახლოებული ბიზნესმენები და ჩეჩნეთის პრეზიდენტი რამზან კადიროვი.
კანდელაკთან მოლაპარაკებებს კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ უარყოფენ. ირაკლი
ღარიბაშვილის განცხადებით, მან აღნიშნული ინფორმაცია ჟურნალისტებისგან შეიტყო.
internet.ge