ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრში
თიანეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზაქარია ქუცნაშვილი მივიდა.
ქუცნაშვილის თქმით, იგი მიმდინარე კონსულტაციებში მონაწილეობას არ
მიიღებს. თუმცა რა საკითხებს განიხილავს ზაქარია ქუცნაშვილი კოალიციის ლიდერთან
ჟურნალისტებთან არ დაუკონკრეტებია.
ბიზნესცენტრში იმყოფება დუშეთის მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ტრიპოლსკი. მას ჟურნალისტებთან
კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
internet.ge