საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, სიღნაღის,
გორისა და ხაშურის საარჩევნო უბნებზე განმეორებითი არჩევნები ჩატარდება.
როგორც დღეს ცესკოს პრესსპიკერმა ეკა აზარაშვილმა განაცხადა,
აღნიშნული სიღნაღის რაიონული სასასმართლოს გადაწყვეტილებამ გამოიწვია.
„საარჩევნო კომისიამ სიღნაღის მე-5 საარჩევნო უბნის
შედეგები გააუქმა. ასევე გაბათილებულია ხაშურის ხუთი უბნის შედეგები, გორში კი - ერთი უბნის. ამ უბნებზე ჩატარდება ხელახალი კენჭისყრა. არჩევნების ჩატარების
თარიღზე გადაწყვეტილებას ცესკო დღეს საღამოს მიიღებს“,- აღნიშნა აზარაშვილმა.
internet.ge