‘’ვფიქრობ, წლების განმავლობაში შს სამინისტრო ძალიან ეფექტურად
მუშაობდა, მაგრამ იყო დაშვებული ძალიან დიდი შეცდომა" - განაცხადა შს მინისტრობის
კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია ‘’რუსთავი 2" -ის ეთერში.
აღნიშნული შეფასება ღრიბაშვილმა ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ
გააკეთა, რომ ქართულ პოლიციას ევროპაშიც კი ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ უწყებად
მიიჩნევენ.
‘’პირველი, რასაც მე გავაკეთებ, პოლიცია გათავისუფლდება პოლიტიკისგან,
ყველაზე დიდი დანაშაულია, როცა პოლიცია ასრულებს პოლიტიკურ დაკვეთას," -
განაცხადა ღარიბაშვილმა.
Internet.ge