აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე მურმან დუმბაძისა და გია მასალკინის კანდიდატურებს განიხილავენ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ფორმირების საკითხთან
დაკავშირებით, ბიძინა ივანიშვილთან კონსულტაციები მიმდინარეობს.
ამ დროისათვის ივანიშილის ბიზნესცენტრში უკვე მივიდნენ აჭარის
უმაღლესი საბჭოს დეპუტატობის კანდიდატები. აკაკი ძნელაძის განცხადებით, აჭარის
მთავრობის თავმჯდომარეობის პოსტზე ისინი, ივანიშვილს მურმან დუმბაძის კანდიდატურას
შესთავაზებენ.
გავრცელებული ინფორმაციით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის პოსტზე გია
მასალკინის კანდიდატურაც განიხილება.
Internet.ge