GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სიახლე
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ნოდარ ჯავახიშვილი ეროვნული ბანკის მოქმედ ხელმძღვანელს იმპიჩმენტით ემუქრება
12:58 11.10.2012
დღის სიახლეები

ბიძინა ივანიშვილის მიერ „ეროვნული ბანკის“ პრეზიდენტის თანამდებობაზე დასახელებული ნოდარ ჯავახიშვილი ბანკის მოქმედ ხელმძღვანელ გიორგი ქადაგიძეს თანამდებობიდან საკუთარი ნებით წასვლას ურჩევს.

როგორც „ქართუ ბანკის“ დირექტორმა „itv”-ს პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა,  წინააღმდეგ შემთხვევაში პარლამენტი ქადაგიძის იმპიჩმენტის საკითხს მხარს დაუჭერს.

„მე ვურჩევ ბატონ ქადაგიძეს, რადგან მთავრობის გადაბარება მიდინარეობს მანაც დატოვოს დაკავებული თანამდებობა. იმის მიუხედავად, რომ მას პრეზიდენტი 7 წლის ვადით ნიშნავს. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ მისი იმპჩმენტის საკითხს დავაყენებთ, რაც ძალიან მარტივი საქმეა. საჭიროა პარლამენტართა 1,3 ის თანხმობა, ხოლო საქმეები,  სადაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრალეულობა დგინდება უზენაეს სასამართლოს გადაეგზავნება“,- აღნიშნა ჯავახიშვილმა და იქვე დასძინა, რომ მისი ინფორმაციით,  მოქმედმა ხელმძღვანელმა გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა, თუმცა მას „ეს განცხადება თავზე გადაახიეს“.

კოალიციის წევრმა ერთ-ერთ კანონდარღვევად ბანკის საინკასაციო ჯგუფზე განხორციელებული თავდასხმა დაასახელა.

„იმპიჩმენტის საკითხის დასაყენებლად თავისუფლად გამოდგება საკუთარი თანამშრომლების მიმართ განხორციელებული თავდასხმა. როცა ქადაგიძის ბრძანებით ბანკის თანამშრომლებს სპეცრაზმი შეუგზავნეს, შემდეგ კი ბატონმა გიორგიმ თავი იმართლა.  მინდა ვთქვა, რომ საერთაშორისო დონეზე პოლიტიკოს ბევრი ნიუანსი შეიძლება ეპატიოს, მაგრამ ეროვნული ბანკიდან ფულის გატანა, საბუთების განადგურება სახელმწიფოს წინააღმდეგ განხორციელებული დანაშაულია“,- დასძინა ჯავახიშვილმა.

კოალიციის წევრმა  მისი აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ გარკვეული ბანკების მმართველების პასუხისმგებლობა არ გამორიცხა.

„იცით თქვენ, რომ ყველა ბანკმა 12 თვეში უნდა გაიაროს შემოწმება. თუ დადგინდება მათი ბრალეულობა აუცილებლად უნდა აგონ პასუხი. მათ შორის იმ თანამშრომლებმაც, რომლებიც ბანკიდან პროკურატურას აწვდიდნენ ინფორმაციებს. მე თუ მკითხავთ, ის დაუსჯელობის სინდრომი, რომელიც არსებობს, უნდა მოისპოს. პასუხი უნდა აგოს ყველა პირმა. მათ შორის შევარდნაძემ და სააკაშვილმაც“,- განმარტა „ქართუ ბანკის“ დირექტირმა.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ქადაგიძე ჯავახიშვილს პოლიტიკაში წასვლას ურჩევს1
ილია მეორე: იმედი მაქვს, მომავალში საქართველოში ყველაფერი ბრწყინვალედ იქნება2
ბიზნეს სექტორის შეხვედრა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიასთან3
საპარლამენტო უმრავლესობას დავით საგანელიძე უხელმძღვანელებს4
გალიანი გვარდიოლას ნიუ-იორკში შეხვდება5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X