„ქართული
ოცნების“ წევრის ვახტანგ ხმალაძის ინფორმაციით, ახალი პარლამენტის შეკრების
შემდეგ, ერთ-ერთი პიველი კანონპროექტი, რომლის განხილვაც იგეგმება, ეს არის კანონი
თავისუფალი კონკურენციის შესახებ.
როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას ხმალაძემ
განაცხადა, აღნიშნული კანონის მიღების შემდეგ, თავისუფალი კონკურენციის სააგენტო
შეიქმნება.
მისივე თქმით,
აღნიშნული სააგენტო უფლებამოსილი იქნება, აკონტროლოს ბაზარი და ეს იქნება
ერთ-ერთი მთავარი იარაღი ელიტური კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად.
internet.ge