ბიძინა
ივანიშვილის მიერ „ეროვნული ბანკის“ პრეზიდენტის თანამდებობაზე დასახელებულ ნოდარ
ჯავახიშვილს დღეს, ჟურნალისტებთან იმ სკანდალურ საარქივო დოკუმენტებზე
მოუწია განმარტების
გაკეთება, რომლითაც დგინდება, რომ ჯავახიშვილის მმართველობის პერიოდში,
ეროვნული ბანკიდან რუსეთში მილიონობით თანხების
გადარიცხვა ხდებოდა.
როგორც ჯავახიშვილმა ITV-ს პრესკლუბში
სტუმრობისას აღნიშნა, მას წარსულში ბევრ რამეს აბრალებდნენ.
„მე ამას სკანდალურ დოკუმნტს არ დავარქმევდი, უბრალოდ იყო კითხვები
ჩემს მიმართ, მაგრამ ვერაფერი დამიმტკიცეს, როგორ გგონიათ, რატომ ვიჯექი ციხეში?
იმიტომ, რომ მოქლაქე გავიტანე, თუ იმიტომ, რომ მაშინდელი ხელისუფლება ჩემს
წინააღმდეგ საქმეს კერავდა?“,- განაცხადა ჯავახიშვილმა.
90-იან წლებში
გაფორმებული
ხელშეკრულებების მიხედვით, რომელსაც ხელს ჯავახიშვილი აწერს, საქართველოდან ფულს მოსკოვში ბანკი "როსისკი კრედიტი" იღებდა. რომელიც
ბოლო დრომდე კოალიციის ლიდერ ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნოდა.
შეგახსენებთ, 1997 წელს ჯავახიშვილის მიერ ორ ქართულ ბანკს 6 მილიონი ლარი გადაერიცხა, რომელიც მოგვიანებით ივანიშვილის რუსულ ფინანსურ ორგანიზაციაში მოხვდა. გარდა ამისა, ეროვნული ბანკი საქართველოს ბიუჯეტიდან რუსი სამხედროების ხელფასებსა და დავალიანებებსაც
იხდიდა.
Internet.ge