„ქართული ოცნების“ წევრის დავით
საგანელიძის განცხადებით, შესაძლოა რამდენიმე
სამინისტროს გაერთიანება მოხდეს.
ამის შესახებ
განცხადება საგანელიძემ დღეს, ბიძინა ივანიშვილთან კონსულტაციების შემდეგ გააკეთა.
მისი თქმით, გაერთიანება სავარაუდოდ, ეკონომიკური ბლოკის
სამინისტროებს შეეხება.
„ეკონომიკურ
ბლოკს რაც შეეხება, შეიძლება რამდენიმე სამინისტროს გაერთიანება მოხდეს, ეს
იდეაშია ასე და ვნახოთ რა მოხდება“,- განაცხადა საგანელიძემ.
საგანელიძემ ასევე დაადასტურა ინფორმაცია, რომ ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი მანაგაძის კანდიდატურა განიხილება, თუმცა
საბოლოო შეთანხმება მიღწეული არ არის.
Internet.ge