გიგი წერეთელი: პარლამენტის სხდომის თეატრში ჩატარებაზე არ გვიმსჯელია
14:56 11.10.2012
|
დღის სიახლეები
|
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი წერეთელის განცხადებით, ქუთაისის ახალ პარლამენტში, ამ დრომდე მშენებლობა მიმდინარეობს და პირველი სხდომის ჩატარება რაიმე პრობლემას არ წარმოადეგენს.
როგორც „ინტერნეტ.ჯი“-ს წერეთელმა განუცხადა, მის კომპეტენციაში პარლამენტის მშენებლობის საკითხები არ შედის, მაგრამ 26 მაისს პლენარული სხდომების დარბაზი სრულიად მზად იყო და მას არ ჰგონია, რომ სხდომის გამართვა რაიმე პრობლემას წარმოადგენდეს.
„რაც შეეხება კაბინეტებსა და სხვა ოთახებს, ვიცი, რომ ამ დრომდე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს და მშენებლობა დასრულების ფაზაშია. სხდომის თეატრში შესაძლო ჩატარებაზე არ გვიმსჯელია, მაგრამ ტყემელაძემ თქვა, რომ თეატრში სხდომის ჩატარება იუმორი იქნებაო. სხდომის ჩატარება დარბაზში თუ ვერ ხერხდება, რაიმე გადაწყვეტილება მიღებული იქნება, მაგრამ 26 მაისის შემდეგ რამდენიმე თვე გავიდა და დარბაზს ვინ გააფუჭებდა თუ არა პირიქით? თუ ვინმეს შეგნებულად არ უნდა, რომ სხდომა ახალ შენობაში ჩატარდეს, ეს სხვა საკითხია“, - დასძინა მან.
შეგახსენებთ: „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ახალი პარლამენტის შენობა სახიფათოა და სხდომა შესაძლოა ქუთაისის ლადო მესხიშვილის თეატრში ჩატარდეს.
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|