საქართველოს პრეზიდენტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ავღანეთში საბრძოლო ამოცანის შესრულებისას კაპრალ მინდია აბაშიძის გარდაცვალების გამო.
„მიხეილ სააკაშვილი სამძიმარს უცხადებს დაღუპულის ოჯახს და უთანაგრძნობს მის ახლობლებსა და თანამებრძოლებს,“- ნათქვამია პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვედრზე
გავრცელებულ განცხადებაში.
მინდია აბაშიძე სახმელეთო ჯარების მესამე ქვეითი ბრიგადის 32 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის საცეცხლე ჯგუფის მეთაური იყო და ავღანეთის სამშვიდობო მისიაში 2010-11 წლებშიც მონაწილეობდა.
internet.ge