აჭარაში უამინდობა გრძელდება. არსებული
ინფორმაციით, სოფელ შუშანეთში მეწყერი ჩამოწვა.
მეწყერი
ადგილობრივი მცხოვრების ილია ცინცაძის საცხოვრებელი სახლიდან
ჩამოწვა.
ადგილობრივი მუნიციპალიტეტის გამგებელი ოჯახის ევაკუაციის
აუცილებლობაზე საუბრობს.
აჭარაში ბოლო ერთი დღეა გადაუღებლად წვიმს. ქარბორბალამ გადაუარა ქობულეთსაც. ძლიერმა ქარმა სანაპირო ზოლი, აღმაშენებლისა და
რუსთაველის ქუჩები მნიშვნელოვნად დააზარალა.
სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას დღეს აჭარის მთავრობის ხელმძღვანელი
ლევან ვარშალომიძე შეხვდა.
Internet.ge