გიგი უგულავა კაპრალ მინდია აბაშიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
16:38 12.10.2012
|
დღის სიახლეები
|
თბილისის მერი გიგი უგულავა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ავღანეთში, სამშვიდობო მისიის ფარგლებში, კაპრალ მინდია აბაშიძის გარდაცვალების გამო.
„გამოვთქვამ მწუხარებას ავღანეთის სამშვიდობო მისიის ფარგლებში, საბრძოლო ამოცანის შესრულებისას კაპრალ მინდია აბაშიძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულის ოჯახს,“ - განაცხადა გიგი უგულავამ.
კაპრალი მინდია აბაშიძე შეიარაღებულ ძალებში 2008 წლის 4 აგვისტოდან მსახურობდა. იგი სახმელეთო ჯარების მესამე ქვეითი ბრიგადის 32-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის საცეცხლე ჯგუფის მეთაური იყო. იგი ავღანეთის სამშვიდობო მისიაში 2010 - 2011 წლებშიც მონაწილეობდა.
შეგახსენებთ, რომ კაპრალი მინდია აბაშიძე ავღანეთში, სამშვიდობო მისიის ფარგლებში, საბრძოლო ამოცანის შესრულებისას გარდაიცვალა.
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|