კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი გუბაზ სანიკიძე, პარლამენტში, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტს უხელმძღვანელებს.
ამის შესახებ განცხადება, სანიკიძემ ბიძინა ივანიშვილთან გამართული კონსულტაციების შემდეგ გააკეთა.
მისი თქმით, შეხვედრაზე საორგანიზაციო საკითხები
განიხილეს. „გადაწყდა მხოლოდ ის, რომ მე მომავალ პარლამენტში დიასპორის კომიტეტს ვუხელმძღვანელებ“,- განაცხადა სანიკიძემ.
internet.ge