პარლამენტში ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის ევროპის რეგიონის თავმჯდომარეების კონფერენცია მიმდინარეობს.
ამის შესახებ “ინტერნეტ.ჯი”-ს პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს.
კონფერენცია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით
ბაქრაძემ და ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის ევროპის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ჟან პოლ ვალიმ გახსნეს.
ამას გარდა, ღონისძიების ფარგლებში, საკანონმდებლო
ორგანოში, 19:00 საათზე,
დავით ბაქრაძის სახელით მიღება გაიმართება.
Internet.ge