პარლამენტის მშენებელი კომპანიის ინფორმაციით, შენობის ძირითადი ნაწილი 20 ოქტომბრამდე დასრულდება
ქუთაისში
პარლამენტის
შენობის მშენებელი კომპანიის
"მენო
ინტერნეიშენელის"
განცხადებით,
შენობის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების ძირითადი ნაწილი, პარლამენტის პირველი სესიის გამართვამდე 20 ოქტომბრამდე დასრულდება.
აღნიშნულთან
დაკავშირებით
კომპანიამ
სპეციალური
განცხადება
გაავრცელა.
როგორც
განცხადებაშია
ნათქვამი,
სამუშაოების
საბოლოოდ დასრულება, მიმდინარე წლის ბოლომდე იგეგმება.
“ამჟამად
მიმდინარეობს
შენობის ძირითადი ნაწილის სამუშაოების დასრულება, აპარატურის ტესტირება და მოწყობილობების მუშა რეჟიმში გადაყვანა. სამუშაოები მიმდინარეობს 24
საათიან რეჟიმში. ვიცით რა, რომ ამ მშენებლობის მიმართ არის საზოგადოების დიდი ინტერესი, გვინდა ვთხოვოთ როგორც ჟურნალისტებს, ასევე საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს,
მოგვცენ საშუალება დავასრულოთ ეს სამუშაოები დაგეგმილი გრაფიკით და მივცეთ პირობა, რომ პირველი სესიის გამართვამდე ერთი დღით ადრე ჩვენ თვითონ უზრუნველყოფთ შენობის ტერიტორიაზე ჟურნალისტების შესვლას და იმ სამუშაოების დათვალიერებას, რომელიც ჩატარებულ იქნება პირველი სხდომისათვის. კიდევ ერთხელ გვინდა დავადასტუროთ, რომ პირველი სხდომისთვის სხდომათა დარბაზი მზად არის, გამართულად მუშაობს ყველა მოწყობილობა, რომელიც უზრუნველყოფს რეგისტრაციას, ხმის მიცემას და სხვა პროცედურას, რომელიც საჭიროა სხდომის ნორმალურად ჩატარებისათვის",
- ნათქვამია
განცხადებაში.
Internet.ge