ხადური: ბიძინა ივანიშვილი 6 ვაკანტურ პოსტზე მინისტრობის კანდიდატებს ორშაბათს წარადგენს
ბიძინა იავანიშვილის ბიზნესცენტრში კონსულტაციები განახლდა.
სავარაუდოდ, კოალიციის წევრები პრემიერ-მინისტრობის კანდიდატთან 6 ვაკანტურ თანამდებობაზე წარსადგენ პირთა ვინაობას და პარლამენტის პირველი სხდომის საკითხებს განიხილავენ.
როგორც ბიზნესცენტრთან შეკრებისლ ჟურნალისტებს დავით ზურაბიშვილმა
განუცხადა, საუბარი პარლამენტის ფრაქციების შემცირებას და სამინისტროთა
რესტრუქტურიზაცის შეეხეხება.
რაც შეეხება მინისტრთა დასახელების თარიღს, კოალიციის ერთ-ერთი წევრი
ნიდარ ხადური აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი 6 ვაკანტურ პოსტზე მინისტრობის
კანდიდატებს ორშაბათს წარადგენს.
„მომავალი პარლამენტი 20 ოქტომბრისთვის შეიკრიბება. მზად ვართ 20
რიცხავამდე მთავრობა სრულად წარმოვადგინოთ. ჩემი იმნფორმაციით, ვაკანტურ პოსტებზე
მინისტრებს პრემიერ-მინიტრობის კანდიდატი ორშაბათს ან სამშაბათს წარადგენს“,-
აღნიშნა ხადურმა.
Internet.ge