„ელიტ ელექტრონიქსის“ ყოფილი მფლობელი „თი ბი სი ბანკს“ რეპუტაციის შელახვით ემუქრება
კომპანია „ელიტ ელექტრონიქსის“ ყოფილი მფლობელი ანზორ ქოქოლაძე „თი ბი სი
ბანკისგან“ კუთვნილი თანხის დაბრუნებას ითხოვს.
როგორც ქოქოლაძემ „ბიზნეს კურიერში“ განაცხადა, წინააღმდეგ შემთხვევაში
ის მასმედიის საშუალებით “თი ბი სი”-ს
რეპუტაციას შეულახავს.
„ჩვენ წინააღმდეგ მუშაობნდა მთელი სახელმწიფო სისტემა. პროკურატურა,
სასამართლო, ფინანსური სამინისტრო,
თბილისის მერია და ა. შ. ხელისუფლების მიზანი
მონოპოლია იყო, მაგრამ ამას ვერ მიაღწიეს“,- აღნიშნა ქოქოლაძემ.
ბიზნესმენის განცხადება დღესვე, „თი ბი სი
ბანკში“ შეააფასეს და აღნიშნეს, რომ ანზორ ქოქოლაძეს ბანმკის 11 მილიონი ლარი
მართებს.
ბანკის გენერალური დირექტორის, მოადგილის მარიამ მეღვინეთუხუცესის განცხადებით,
ქოქოლაძემ კომპანია გადახდის უუნარობამდე მიიყვანა, რასაც მისი დაჯარიმება მოჰყვა.
„ბატონი ანზორი ცდილობს ქვეყანაში მომხდარი ცვლილიებები სათავისოდ
გამოიყენოს და „თი ბი სი ბანკის“ დისკრეტიდაცია მოახდინოს“,-
აღნიშნა მეღვინეთუხუცესმა.
Internet.ge