ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატი “ქართული ოცნების” წარმომადგენელი ვალერი გელაშვილი გახდა.
ცესკოს მონაცემებით, ცხრა უბანზე რეგისტრირებული 10.381 ამომრჩევლიდან, კენჭისყრაში მონაწილეობა დაახლოებით 28 პროცენტმა, 2929 ადამიანმა მიიღო.
კერძოდ, "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ სერგო ქიტიაშვილს მხარი 112 ადამინმა დაუჭირა, ხოლო ვალერი გელაშვილმა ხმების 91, 8 პროცენტი მიიღო.
არჩევნებზე ხაშურში 52 საარჩევნო უბანი ფუნქციონირებდა.
internet.ge