გია ხუხაშვილი „ქართული ოცნებიდან“ წასვლის შესახებ საგანეგებო განცხადებას გააკეთებს
ბიძინა
ივანიშვილის
გუნდის წევრი, ექსპერტი გია ხუხაშვილი კოალიცია „ქართული ოცნებიდან"
მიდის. ამასთან დაკავშირებით გუხაშვილი დღეს, 14:00 საათზე საგანგებო განცხადებას გააკეთებს.
მისი
თქმით, ქვეყანაში ძლიერი სამოქალაქო სექტორის ჩამოყალიბებაა საჭირო და ამიტომ ის სწორედ ამ კუთხით იმუშავებს.
„მთავარი
მიზანი უკვე მიღწეულია. არ გამოვრიცხავ, რომ „ქართული ოცნების“ ყველაზე დიდი კრიტიკოსი გავხდე. სამოქალაქო სექტორი ჩემი მოწოდებაა, თუმცა, არ დავასწრებ მოვლენებს, ალბათ, ორშაბათს საგანგებო განცხადებას გავაკეთებ. ქვეყანაში ძლიერი სამოქალაქო სექტორის ჩამოყალიბებაა საჭირო. მე არ მქონია და არ მაქვს არც კარიერისტული, არც კეთილდღეობითი ამბიცია და მისწრაფებები, მთელი ამ ხნის განმავლობაში კი ვასრულებდი ჩემთვის არადამახასიათებელ
სამუშაოს:
ბევრს ვაწყენინე, ბევრს გული დავწყვიტე, ბევრს სისხლი გავუშრე, ამიტომ ვისარგებლებ და მათ ყველას მოვუხდი ბოდიშს“, - აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბარში გია ხუხაშვილმა.
Internet.ge