ნატოს გენერალური მდივნის წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი საქართველოში
ჩამოდის. ვიზიტი ხუთშაბათისთვისაა დაგეგმილი.
ცნობილია, რომ ჯეიმს აპატურაი საქართველოში საპარლამენტო არჩევნებში
გამარჯვებულ კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერს ბიძინა ივანიშვილსა და საქართველოს
პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს შეხვდება.
მედიის ინფორმაციით, მათი შეხვედრის მთავარი თემა საქართველოს ნატოში
ინტეგრაცია იქნება.
აღსანიშნავია ისიც, რომ ნოემბრის ბოლოს საქართველოში ნატოს წევრი
ქვეყნების სამხედრო წარმომადგენლები ჩამოვლენ და ქვეყანაში სამხედრო სფეროში
გატარებულ რეფორმებს გაეცნობიან.
Internet.ge