სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა
სამინისტრო სამკურნალო დაწესებულებაში პატიმარის გარდაცვალების შესახებ
განცხადებას ავრცელებს.
სამინისტროს ინფორმაციით, 13 ოქტომბერს, დილის 08.35 საათზე №18 მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში 1961 წლის 7 მარტს დაბადებული, ბრალდებული რ.გ. გარდაიცვალა.
„№18 მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა
სამკურნალო
დაწესებულებაში
პატიმარი სასწრაფო წესით, 2012 წლის 13 ოქტომბერს 08.05 საათზე, თბილისის №8 დაწესებულებიდან
გადაიყვანეს,
დიაგნოზით
- გულის მწვავე უკმარისობა.
სამკურნალო
დაწესებულებაში
პაციენტი მოთავსდა ანესთეზია-რეანიმაციისა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, სადაც ჩაუტარდა რეანიმაციული ღონისძიებები. მიუხედავად სამედიცინო დახმარებისა, სამწუხაროდ პატიმრის სიცოცხლის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
“აღნიშნული ფაქტის შესახებ უკვე ინფორმირებული არიან გარდაცვლილი პატიმრის ოჯახის წევრები“,-
აღნიშნულია განცხადებაში.
სამინისტრო
ღრმა მწუხარებას გამოხატავს პატიმრის გარდაცვალების ფაქტის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.
Internet.ge