გიორხელიძე: „სამოქალაქო საზოგადოების" ჩამოყალიბებაზე ზრუნვის დაწყება, მისი სისუსტის ხაზგასმა, ცინიზმია
"ქართველი ხალხი მიამიტი აღარ არის!" ამ სათაურით აქვეყნებს წერილს “ქართული ოცნების“ ეკონომიკური პროგრამის ერთ-ერთი ავტორი თემურ გიორხელიძე „ფეისბუქის“
საკუთარ გვერდზე.
სავარაუდოდ, ის ღნიშნული განცხადებით გია ხუხაშვილის „ქართული
ოცნებიდან“ წასვლის ფაქტს ეხმაურება.
„დაანონსება განცხადებისა პოლიტიკიდან წასვლის შესახებ იმ პიროვნების
მიერ, რომელიც ერთი წელი, "ახლომდგომი მაღლა", მხოლოდ სიგლახეს და
საკუთარ "კრისულ" ინტერესებს მისდევდა, არის უპატივცემულობა
საზოგადოებისა და გათვლა იმაზე, რომ ეს საზოგადოება ბრმა და ბრიყვია! როცა
მანკიერი სისტემის მოთხოვნადი ნაწილი ხარ, - მუდამ მანკიერ სისტემის ფარგლებში
იმოძრავებ, სადაც უნდა იყო! "ქართული სამოქალაქო საზოგადოების"
ჩამოყალიბებაზე ზრუნვის დაწყება, მისი სისუსტის ხაზგასმა, ცინიზმია მხოლოდ.
მაგრამ... დროში დასჯადი ცინიზმი!”- აღნიშნავს გიორხელიძე.
„ინტერნეტ.ჯი“ „ქართული ოცნების” ეკონომიკის სოფლის მეურნეობისა და
გარემოს დაცვის თემატური ჯგუფის ხელმძღვანელს დაუკავშირდა, რომელმაც ჩვენთან
საუბარში აღნიშნა, რომ ეს სტატუსი კოალიციაში შემავალი სუბიექტების მისამართით
დაიწერა.
კითხვაზე ხომ არ გულისხმობდა ის გია ხუხაშვილს, გიორხელიძემ აღნიშნა,
რომ „ამ კონტექსტში მან არა ერთი ავადმყოფი ჩასვა“.
Internet.ge