ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრში კონსულტაციები ამ დრომდე
მიმდინარეობს. ცოტა ხნის წინ მთაწმინდის სასახლე რუსეთში საქართველოს ყოფილმა ელჩმა
ზურაბ აბაშიძემ დატოვა.
როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა ივანიშვილსა და მას
შორის საუბრის ერთ-ერთი თემა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა იყო.
„მთავრობას საგარეო საკითხებში დახმარებას გავუწევ. რუსეთთან
დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა ჯერ ნაადრევია.
თუ ჩემი გამოცდილება დასჭირდა მთავრობას მზად ვარ გავუზიარო“,- განაცხადა
აბაშიძემ.
Internet.ge