თეატრალური
უნივერსიტეტის სტუდენტებმა, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გამართეს.
აქციის გამო
სტუდენტებმა ქუჩა გადაკეტეს. ისინი რექტორის არჩევნების ხელახალ ჩატარებას და
სწავლის ხარისხის გაუმჯობესებას ითხოვენ.
აქციის მონაწილეთა განცხადებით,
ახლანდელი რექტორის ნოშრევან ჩხაიძის არჩევა კანონის დარღვევით მოხდა, რის გამოც
არჩევნები ხელახლა უნდა გაიმართოს.
Internet.ge