დღეს, იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა უწყებაში შეხვედრა გამართა.
თეა წულუკიანის განცხადებით, საუბრის მთავარი თემა იყო, თუ როგორ მუშაობს
სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტი და როგორ წარმოუდგენიათ თანამშრომლებს ახალ
ხელმძღვანელთან მუშაობა.
თეა წულუკიანის განმარტებით, სამინისტროში პროფესიონალი კადრები
მუშაობენ და შესაბამისად, მათი დიდი ნაწილი სამუშაო ადგილებს შეინარჩუნებს.
„ჩვენ გვქონდა საუბარი იმაზე, თუ როგორ მუშაობენ სხვადასხვა
დეპარტამენტები და როგორ ხედავენ ისინი მომავალში ახალ მინისტრთან თანამშრომლობას.
ასევე, რა უნდა გაუმჯობესდეს იმისთვის, რომ სახელმწიფოებრივი ინტერესი და
საზოგადოების ინტერესი იყოს უკეთესად დაცული. მე მქონდა შეკითხვები და ყველა
მათგანზე ამომწურავი პასუხი მივიღე. მინდა გითხრათ, რომ ჩემი შთაბეჭდილება რჩება
ძალაში, რომ იუსტიციის სამინისტროში მუშაობენ პროფესიონალი კადრები და ეს საჯარო
სამსახური, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, დიდი ცვლილებებს არ იმსახურებს,“-
განაცხადა მინისტრობის კანდიდატმა.
ამასთან, თეა წულუკიანის ინფორმაციით, უისტიციის სამინისტროში შეხვედრები
კიდევ ორ დღეს გაგრძელდება.
Internet.ge