GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სიახლე
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
პლანეტას „ვირუსი-არმაგედონი“ ემუქრება
23:17 15.10.2012
დღის სიახლეები

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მომაკვდინებელი ვირუსის აფეთქება უახლოესი 5 წლის განმავლობაშია მოსალოდნელი, რაც კაცობრიობას დიდ დანაკარგებს მოუტანს.

ბრიტანელმა ექიმებმა ამ დაავადების უკვე რამდენიმე შემთხვევა დააფიქსირეს. ის ადამიანებზე ცხოველებიდან და მწერებიდან გადადის.

რამდენიმე დღის წინ ლონდონის ერთ-ერთ კლინიკაში 38 წლის მამაკაცი დაიღუპა. მას შუააზიური ჰემორაგიული ციებ-ცხელება დაუდგინეს. ბრიტანელი მამაკაცი, სავარაუდოდ, ჰემორაგიული ციებით, ავღანეთში, თავისი ძმის ქორწილში დაავადდა.

დაავადება ძლიერი თავის ტკივილითა და მაღალი ტემპერატურით იწყება, ასევე იწვევს სახსრებში მტვრევას, მუცლის ტკივილსა და ღებინებას. მომდევნო ეტაპზე პაციენტებს ჰემატომები უჩნდებათ, ორგანიზმში კი ფარული სისხლდენა იწყება.

დაავადების შემთხვევათა მინიმუმ 30%  ლეტალურად მთავრდება.

ეს დაავადება ფართოდაა გარცელებული აფრიკისა და აზიის შინაურ და გარეულ ცხოველებში. მისი გადამტანები Hyalomma-ს გვარის ტკიპები არიან. დაავადების შემთხვევები ადრე უკრაინაშიც დაფიქისრდა, ასევე რუსეთში, შუა აზიაში, ჩინეთში, ბულგარეთში, იუგოსლავიასა და აფრიკის ქვეყნებში.

ეპიდემიის ალბათობა ძალიან დიდია, რადგანაც ადამიანები შეიძლება შინაური ცხოველებისგან დაავადდნენ.

მკვლევართა აზრით, სწორედ ასეთი გზით გავრცელდა ადრე ებოლის სასიკვდილო ვირუსი და ასევე შიდსი.

მეცნიერთა მონაცემებით, შიდსი პირველად 1908 წელს გაჩნდა, თუმცა ის მთელს მსოფლიოში გასული საუკუნის 80-იან წლებში გავრცელდა და უკვე 30 მილიონი ადამიანი შეიწირა. ამ დროისათვის კი დედამიწაზე შიდსით ინფიცირებული 33 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.

ამ გამოცდილების გათვალისწინებით, ახალ დაავადებას, რომელსაც „ვირუსი-არმაგედონი“ უწოდეს, პლანეტაზე, შესაძლოა, უკვე 2017-2018 წლებში გავრცელდეს.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
პლანეტას „ვირუსი-არმაგედონი“ ემუქრება1
რუსეთის საგარეო უწყება გაეროში მიღებულ რეზოლუციას აპროტესტებს2
ხიდაშელი: კოალიციას ბურჯანაძესთან დაკავშირებით პოზიცია არ შეუცვლია3
მოსკოვის ცენტრში ხელჩართული ჩხუბის გამო 79 პირი დააკავეს4
ფოტორეპორტაჟი: ფრანსუა ოლანდი გამარჯვებას ზეიმობს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X