დღეს, კამჩატკაზე, ევრაზიის ყველაზე მაღალ ვულკანზე
კლუჩევსკაია სოპკაზე ამოფრქვევა დაიწყო. ის პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური
ვულკანია, რომლის სიმაღლეც ზღვის დონიდან 4750 მეტრია.
უახლოესი დასახლებული პუნქტი ვულკანიდან 30
კილომეტრში მდებარეობს და ჯერჯერობით, მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.
ვულკანის კრატერიდან ლავა 12
კილომეტრის სიმაღლეზე ამოიფრქვევა. კლუჩევსკაია სოპკა ახლა დაკვირვების ქვეშაა და მცირედი საშიშროების შემთხვევაში,
მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდება.
Internet.ge