ბიძინა
ივანიშვილი
დღეს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე ერიკ რუბინს შეხვდა.
კოალიციის პრესსამდივნოს ინფორმაციით, შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს დირექტორის მოადგილე ალან ფურსელი, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს პოლიტიკურ-ეკონომიკური სექტორის ხელმძღვანელი ალან მელთცერი, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის პოლიტიკური ოფიცერი ანდერს ლინჩი და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი.
„შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ბიძინა ივანიშვილს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. მხარეებმა ამერიკა - საქართველოს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაზე ისაუბრეს.
„ჩვენ ავუხსენით უცხოელ სტუმრებს, რომ ამ წარმატებას იმსახურებდა
ჩვენი კოალიცია და არა ხელისუფლება, რომელიც ცდილობს, გამოიყენოს კავშირები უცხოურ
მედიასთან რომ აჩვენონ ისე, თითქოს
საქართველოში დემოკრატიის ხარისხი მიხეილ სააკაშვილია“,- აღნიშნა ბიძინა
ივანიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.
internet.ge