ხელისუფლება სხვადასხვა დროს, სხვადასხვა გზით ქმნის და იყენებს არაფორმალურ დაჯგუფებებს. ამის შესახებ „ქართული ოცნების" პრეს-სპიკერმა მაია ფანჯიკიძემ, დღეს გამართულ ბრიფინგზე ირაკლი ალასანიას განცხადების კომენტირებისას განაცხადა.
„ასეთი ჯგუფები 2007- 2009 წლებშიც არსებობდა, როდესაც აქციების დარბევა ხდებოდა. ასევე ყველა არჩევნებში შეინიშნებოდა მსგავსი დაჯგუფებების მონაწილეობა. ალასანიამ სწორედ ამ ფაქტების შესახებ მოიპოვა ინფორმაცია და უშიშროების საბჭოს გადასცა. ჩვენი ეჭვები, რომ ალასანიას ინფორმაცია საფუძვლიანია, ადასტურებს სიაში მოყვანილი კრიმინალების გვარები. ჩვენი ინფორმაციით, ასეთი დაჯგუფებების შეკრება რეგიონებში კერძო სახლებში ხდება"- განაცხადა ფანჯიკიძემ.
მისივე თქმით, გუშინ სერგო ჩაჩიბაიას დაკავება ალასანიას განცხადებას უკავშირდება.
ფანჯიკიძის ინფორმაციით, ამ დროისთვის მისი დაკითხვა მიმდონარეობს, ჩაჩიბაიასთვის ბრალის წაყენებას პოლიციისთვის დაუმორჩილებლობის მუხლით აპირებენ.
Internet.ge