მიხეილ სააკაშვილი ევროპის სახალხო პარტიის კონგრესის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს
საქართველოს პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით ბუქარესტში
გაემგზავრა, სადაც ევროპის სახალხო პარტიის (EPP) 21-ე კონგრესის მუშაობაში
მიიღებს მონაწილეობას. კონგრესის სესიაზე დაგეგმილია სახელმწიფო
მეთაურების, პრემიერ-მინისტრების, ევროსაბჭოსა და ევროკომისიის
პრეზიდენტების სიტყვით გამოსვლა.
დღეს, კონგრესის მონაწილეებს,
სიტყვით მიხეილ სააკაშვილი მიმართავს. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს
პირველი პირი ორმხრივ შეხვედრებსაც გამართავს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ევროპის სახალხო პარტიის კონგრესზე პარტიის პლატფორმის პრეზენტაცია
გაიმართება, სამომავლო გეგმებსა და მიზნებზე იმსჯელებენ და პარტიის ახალ
პრეზიდენტსა და გენერალურ მდივანს აირჩევენ.
ბუქარესტში მიმდინარე კონგრესს ევროკავშირის 16 ქვეყნის ლიდერი, ასევე
ევროკომისიის პრეზიდენტი ჟოზე მანუელ ბაროზო და ევროსაბჭოს პრეზიდენტი
ჰერმან ვან რომპეი დაესწრებიან.
internet.ge