გაგრაში,
მამზიშხას მთის რაიონში იარაღის სამალავი აღმოჩინეს. რუსი ძალოვნების მონაცემებით,
იარაღი რუსეთში გადასატანად იყო გამზადებული.
სამალავში
აღმოჩენილია კალაშნიკოვის სამი ავტომატი, ხელის სამი ტაკსაწინააღმდეგო
ყუმბართმტყორცნი, 4 ყუმბარა, ვაზნების დიდი რაოდენობა და 700 გრამი ტროტილი.
„ამოღებულია
ასევე რუსეთის ფედერაციაში გადასასვლელი გზების ორი საიდუმლო
რუქა,“ - ნათქვამია რუსეთის შსს-ს ჩარდილოეთ კავკასიის ფედერალური ოლქის
განყოფილების საიტზე.
ამასთან,
გამოვლენილია იარაღის რუსეთში არალეგალურად მიწოდების გზა.
ეს
უკვე მეოცე საიდუმლო სამალავია, რომელიც მიმდინარე წელს აფხაზეთის ტერიტორიაზე
იქნა აღმოჩენილი.
Internet.ge