„ნანუკას შოუს“ წამყვანმა ტელეკომპანია
„იმედი“ დატოვა. ამის შესახებ განცხადება ტელეწამყვანმა „ფეისბუქის“ საშუალებით
გაავრცელა.
მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება
მორალური ვალდებულებიდან გამომდინარე მიიღო.
„იმედის ყველა თანამშრომელს მინდა მადლობა ვუთხრა ყველა დღისთვის, რაც ერთად
ვიმუშავეთ.
წარმატებები
ვუსურვო ყველა ახალ პროექტს! არხს და ყველა თანამშრომელს, რომელიც იმედზე რჩება! ჩემს მაყურებელს კი მადლობა იმისთვის, რომ იყო ჩემთან ერთად! მე მივიღე გადაწყვეტილება არხიდან წავიდე. ეს მხოლოდ ადამიანური გადაწყვეტილებაა.
შეიძლება დავარქვათ მორალური ვალდებულებაც! მე ყოველთვის გამეხარდება ამ არხის წარმატება,“-აცხადებს ნანუკა ჟორჟოლიანი.
„ინტერნეტ.ჯი“-ს შეკითხვაზე, თუ რა გეგმები აქვს სამომავლოდ ნანუკა ჟორჟოლიანი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს.
„გულწრფელად გითხრათ, არაფერი მაქვს გადაწყვეტილი, ჩემი წამოსვლის მიზეზები კი უკვე განვმარტე,“-აცხადებს ჟორჟოლიანი.
შეგახსენებთ, რომ „იმედი“ ბადრი პატარკაციშვილის ოჯახმა დაიბრუნა.
როგორც ტელევიზიაში მისულმა ნანა პატარკაციშვილმა განაცხადა, თუ ვინმე გრძნობს, რომ "იმედში" არ
უნდა დარჩეს, თვითონ უნდა წავიდეს.
internet.ge