ეკონომიკის
მინისტრობის
კანდიდატის გიორგი კვირიკაშვილის
განცხადებით, თბილისში მდებარე პარლამენტის შენობის გასხვისება
უკვე
მოხდა , თუმცა პრივატიზაციის პროცესი ამ დროისთვის შეჩერებულია.
აღნიშნული განცხადება მინისტრობის კანდიდატმა
"მაესტროს"
პრესკლუბში
ჟურნალისტებთან
შეხვედრაზე
გააკეთა.
გიორგი
კვირიკაშვილმა დამატებით დეტალებზე საუბარი
არ ისურვა.
"სამწუხაროდ, პარლამენტის შენობის გასხვისება
უკვე
მოხდა, თუმცა პრივატიზაციის პროცესი შეჩერებულია, სხვა დეტალებს ვერ მოგახსენებთ. ცუდია, რომ შენობა, სადაც ქვეყანამ დამოუკიდებლობის აქტი მიიღო ასე ნაჩქარევად გასხვისდა,“ -
განაცხადა
კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, სტრატეგიული ობიქეტების სია უნდა გადაიხედოს.
„არსებობს ობიექტები, რომლებიც ქვეყნის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, არ შეიძლება სახელმწიფომ გაასხვისოს“,-
დასძინა მან.
Internet.ge