ივანიშვილი: ტელეკომპანია „იმედი“ მფლობელს ყოველგვარი დავალიანების გარეშე უნდა დაუბრუნდეს
ტელეკომპანია „იმედის“ პატარკაციშვილის ოჯახზე გადაცემის
თაობაზე დღეს, განცხადება გააკეთა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა.
ბიძინა ივანიშვილის თქმით, ტელეკომპანია მფლობელს ყოველგვარი
დავალიანების გარეშე უნდა დაუბრუნდეს.
„ქვეყანაში სამართალი უნდა აღდგეს, სამართლიანობის განცდა
უნდა დაბრუნდეს ქვეყანაში, ის ვალები კი, რაც იმედს დააწერეს, არ უნდა გადაიხადოს პატარკაციშვილის
ოჯახმა, ვინც ოდესღაც ტელეკომპანია წაიღო, ვალებიც იმან უნდა გადაიხადოს. მე თუ მკითხვათ,
მეპატრონეებს ვალებით დატვირთული ტელევიზია
არ უნდა გადაეცეთ,“- განაცხადა ბიძნა ივანიშვილმა.
internet.ge