ფეისბუქში ბიძინა ივანიშვილის მეუღლის სახელით ყალბი გვერდები იქმნება
11:17 18.10.2012
|
დღის სიახლეები
|
სოციალურ ქსელ ფეისბუქში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ ბიძინა ივანიშვილის მეუღლის სახელით ყალბი გვერდები იქმნება, ამის შესახებ ინფორმაციას ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნო აქვეყნებს.
"საინფორმაციო სააგენტოებით ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს, ეკატერინა ხვედელიძემ სოციალურ ქსელ facebook-ში გამოაქვეყნა ინფორმაცია საქველმოქმედო ფონდის დაარსების შესახებ. გვინდა, კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რომ ბიძინა ივანიშვილის მეუღლეს არ გააჩნია საკუთარი გვერდი სოციალურ ქსელში. შესაბამისად, facebook-ში ეკატერინა ხვედელიძის სახელით არსებული პროფილები არის ყალბი და სავარაუდოდ, გახსნილია როგორც მის მხარდამჭერების, ისე მოწინააღმდეგების მიერ.
გთხოვთ, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ნებისმიერი ინფორმაცია, გამოქვეყნებამდე გადამოწმდეს ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნოსთან" - ნატქვამია განცხადებაში, რომელიც ივანიშვილის პრესამდივნომ გაავრცელა.
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|