ძველი თბილისის გამგებელი დავით ავალიანი, თბილისის განვითარების ფონდის თავმჯდომარედ დაინიშნა.
როგორც
ჟურნალისტებთან საუბრისას ავალიანმა განაცხადა, ყველა საქმე, რომლიც ფონდს
დაწყებული აქვს, დასრულდება და ასევე ახალი პროექტებიც განხორციელდება.
მისი თქმით,
თანამშრომლების შემცირება არ იგეგმება. „ფონდს ძალიან
კარგი პროექტები აქვს
განხორციელებული და დედაქალაქი რომ ასეთი ლამაზია, ეს სწორედ თბილისის განვითარების ფონდის დამსახურებაა“,-
განაცხადა ავალიანმა.
შეგახსენებთ,
რომ დავით ავალიანმა თბილისის განვითარების ფონდის
თავმჯდომარის პოსტზე გიორგი
საბანაძე შეცვალა.
internet.ge