GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სიახლე
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ირმა ინაშვილმა და გიორგი ლომიამ მედიას ციხეში გადაღებული კადრების დეტალები გააცნეს
17:43 18.10.2012
დღის სიახლეები

მედია-კავშირ ‘’ობიექტივის" ხელმძღვანელ ირმა ინაშვილის განცხადებით, პატიმართა წამების ფაქტების გამოსაძიებლად ჩატარებულ ჟურნალისტურ გამოძიებაში ვლადიმერ ბედუკაძე მნიშვნელოვან როლს ასრულებდა. თუმცა მისივე განცხადებით,  ის მთელი ამ საქმის ერთ ფრაგმენტს შეადგენდა.

ირმა ინაშვილი ირწმუნება, რომ კადრების არსებობის შესახებ საიდუმლოდ შენახვა გამოწვეული იყო იმით, რომ პატიმართა წამების ამსახველი ფირი ევროპას ენახა.

„ჩვენი მთავარი მიზანი იყო, მაქსიმალურად დაგვეცვა საიდუმლოება, სანამ ეს არ მიაღწევდა ევროსტრუქტურებს. წარმოიდგინეთ ეს კადრები, რომლებიც მე ხელთ მქონდა, რომ მიმეტანა ყოველგვარი ექსპერტიზისა და საერთაშორისოსაზოგადოების ჩარევის გარეშე, რომელიმე ტელევიზიაში, რა მოყვებოდა. მოყვებოდა ის, რომ ვერავინ ვერასდროს გაიგებდავინ და რატომ მომკლა. მე ან სხვა ადამიანები, რომლებთან ერთადაც ამ კადრების გადასაღებად, მოსაპოვებლად დაგამოძიებისთვის ვიბრძოდი. მომნათლავდნენ შანტაჟისტად, პროვოკატორად და სააკაშვილის დანაშაულებრივი რეჟიმიარსებობას, ადამიანთა წამებას კიდევ დიდხანს გააგრძელებდა“,- განაცხადა ჟურნალისტმა ირმა ინაშვილმა

ჟურნალისტები ბედუკაძის მიერ სკანდალური განცხადებების შეფასებითაც დაინტერესდნენ, რომლის კომენტირებისას ინაშვილმა აღნიშნა, რომ ინტერპოლის მიერ ძებნილი ბედუკაძე „დღეს სააკაშვილთან და მერაბიშვილთან დაკავშირებული, საეჭვო ადამიანების გარემოცვაშია, რომლებიც მასზე ზემოქმედების მოხდენას ცდილობენ“.

„ჩვენ მას დამსახურებას არ ვუკარგავთ, თუმცა ჩვენ მასალები მის გარდა კიდევ ორი წყაროსგან მივიღეთ. დღეს ბედუკაძის, ჭელიძის და სილაგაძის განცხადებები ტყუილებით გვავსებენ. ეს ყველაფერი მხოლოდ იმას ისახავს მიზნად, რომ მოხდესბელგიის სასამართლოდან უმნიშვნელოვანესი სარჩელის გამოტანა და საქმიდან ჩახსნილი იქნეს ბედუკაძე, როგორც მოწმე“,-განაცხადა ირმა ინაშვილმა.

პრესკონფერენციაზე იმყოფებოდა ‘’წინააღმდეგობის მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ლომიაც.  მისი თქმით, გამოძიების  დამგეგმავი „წინააღმდეგობის მოძრაობის“ თავმჯდომარე დავით თარხან- მოურავი იყო.

„ე.წ. „კარანტინის დაშლის“ კადრები, რომელმაც გაანადგურა ეს ხელისუფლება, ბორის ფარულავას გადაღებულია. მის გარეშევერ მოვახერხებდით ამ კადრების მოპოვებას. ბორის ფარულავა გლდანის N8 სასჯელაღსრულების დაწესებულებისკარანტინში მუშაობდა, თუმცა, როდესაც კარანტინის დაშლის გადაღება დაიგეგმა, ის ადმინისტრაციაში გადაიყვანეს. მასვთხოვე, ჩემთვის გაეცნო ორი ადამიანი, რომლებიც იქ მუშაობდნენ და რომელთათვისაც მიუღებელი იყო ის, რაც ციხეებშიხდებოდა. მან შემახვედრა ორ პიროვნებას. ფარულავას მეორე შეხვედრაზე უკვე ვუთხარი, რომ ერთ-ერთ მათგანი, დავითაკობია მათი თანამოაზრე იყო. ბორის ფარულავას გადავეცი კამერა, რომელიც მან აკობიას მიაწოდა.

კარანტინის დაშლის დღეს აკობია აღმოჩნდა კარანტინში და მან შეძლო ამ კადრების გადაღება, სადაც ჩანან მაღალჩინოსნები: გაგა მკურნალიძე და დავით ხუჭუა. კარანტინის კადრები 24 აგვისტოს მოვიპოვეთ.

ვთხოვ ყველას, არ დავივიწყოთ ფარულავა, რადგან მის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა ამ კადრების გავრცელება“, - განაცხადა გიორგი ლომიამ.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
საგზაო შემთხვევა: გარდაცვლილია ქალბატონი1
კომპიუტერის ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოების პროექტში 537 კანდიდატი დარეგისტრირდა2
მთავრობა პრეზიდენტის რეზიდენციის სასტუმროდ გადაკეთებას გეგმავს3
სტუდენტებმა პროკურატურაში განცხადება შეიტანეს4
გოგონა ნახევარი გულით ცოცხალი გადარჩა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X