ჯეიმს
აპატურაის
ვიზიტი საქართველოში დასრულდა. ევროკომისარი ქვეყნიდან გამთენიისას გაემგზავრა და ვიზიტი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შეაფასა.
კავკასიასა
და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა
ყურადღება
გაამახვილა
ხელისუფლების
მშვიდობიანი
გადაბარების
პროცესზე და ქვეყნის საგარეო კურსის გაგრძელებისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის აუცილებლობაზე ისაუბრა.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლების გადაბარება მშვიდ ვითარებაში
მიმდინარეობს. კანონის სრული დაცვითა და ერთმანეთის პატივისცემით. ეს კარგი
მაგალითია ახალგაზრდა დემოკრატიული ქვეყნებისთვის“,- განაცხადა აპატურაიმ.
მისი
შეფასებით,
საპარლამენტო
არჩევნები
იყო გამოცდა, რომელიც ქვეყანამ წარმატებით ჩააბარა.
„ეს დიდი წარმატებაა ძველი და ახალი მთავრობისთვის და ასევე ქართველი
ხალხისთვის. ეს არჩევნები ევროკავშირისთვის და ნატოსთვის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია
ახალგაზრდა დემოკრატიული ქვეყნის ჩამოყალიბებისკენ“,- დასძინა ევროკომისარმა.
აპატურაი
ერთდღიანი
ვიზიტით თბილისს გუშინ ეწვია. ის მოქმედ და მომავალ მთავრობვის წევრებს შეხვდა.
Internet.ge