მოქმედი და მომავალი მინისტრის გაცნობითი შეხვედრა გაიმართა
16:31 19.10.2012
|
დღის სიახლეები
|
საქართველოს
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და
ლტოლვილთა მინისტრობის კანდიდატს - დავით დარახველიძესა და საქართველოს
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და
ლტოლვილთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ - დალი ხომერიკს შორის
სამინისტროში გაცნობითი შეხვედრა გაიმართა.
სამინისტროს
გადაბარების პროცესების უზრუნველსაყოფად, მინისტრობის კანდიდატს სამუშაო
ჯგუფთან ერთად დალი ხომერიკმა და მოადგილეებმა უწყებაში მიმდინარე ძირითადი
მიმართულებები, გეგმები, მუშაობის სპეციფიკა, დევნილთა საჭიროებები და
დღეისთვის შექმნილი ვითარება გააცნეს.
სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრა კონსტრუქციულ და საქმიან ვითარებაში წარიმართა.
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|