შემთხვევა ავღანეთის
ჩრდილოეთით მოხდა. ქორწილში მიმავალი სტუმრები საავტომობილო გზაზე დაგდებულ ბომბზე
აფეთქდნენ.
აფეთქების შედეგად
დაღუპულია მინიმუმ 18 ადამიანი, 15 კი სერიოზულადაა ტრავმირებული. მსხვერპლთა
რაოდენობა შესაძლოა, გაიზარდოს.
ბომბს მიკროავტობუსმა
გადაუარა, რომლის მგზავრებიც ბალხის პროვინციაში ქორწილში მიდიოდნენ. ავტობუსში ქალები
და ბავშვებიც იმყოფებოდნენ.
ჯერჯერობით არ არის
ცნობილი, ტერაქტი კონკრეტულად ამ ადამიანთა წინააღმდეგ იყო მიმართული, თუ ისინი
შემთხვევითი მსხვერპლნი აღმოჩნდნენ.
მომხდარზე
პასუხისმგებლობა ამ დრომდე არც ერთ ტერორისტულ ორგანიზაციას არ აუღია.
Internet.ge