„ქართუ ბანკის“
პრეზიდენტის ნოდარ ჯავახიშვილის განცხადებით, ეროვნული ბანკის მონაწილეობით, კანონში სპეციალურად და დანაშაულებრივად შესული ცვლილებით, "ქართუ ბანკმა" 190 მილიონი ლარი დაკარგა.
როგორც ტელეკომპანია “მაესტროს” პრეს-კლუბში სტუმრობისას ჯავახიშვილმა განაცხადა,
ეროვნული ბანკის საბჭოს შემადგენლობა შეიცვლება.
“ავტომატურად ეროვნული ბანკის გარეთ დარჩებიან ადამიანები, რომლებსაც ცივილიზებული ფორმით არ ჰქონდათ უფლება, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრები გამხდარიყვნენ. რასაკვირველია, საბჭოს წერები შეიცვლებიან და პრეზიდენტს პრაქტიკულად არ ექნება უფლება, რომ საბჭოში წარადგინოს ფერშალი და ნებისმიერი სხვა, რომელიც ფინანსებისა და ეკონომიკის დარგში აღიარებული პროფესიონალი არ არის“,- - განაცხადა ჯავახიშვილმა.
Internet.ge