ძალოვანი უწყებების დაქვემდებარებაში შემავალ სპორტულ გუნდებს დაფინანსება შეუწყდებათ
ძალოვანი უწყებების დაქვემდებარებაში
შემავლ სპორტულ გუნდებს დაფინანსება შეუწყდებათ. აღნიშნულ საკითხზე კომენტარი
დღეს, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეობის კანდიდატმა
ირაკლი სესიაშვილმა გააკეთა.
„თუ თავდაცვის უწყებაში არსებული ფინანსები
დაიხარჯება არამიზნობრივად და მიმაჩნია, რომ პროფესიონალური და არა სამოყვარულო
გუნდების, დაფინანსება და შენახვა არის არამიზნობრივი, პასუხი შესაბამის უწყებებს
უნდა მოეთხოვოს. თითოეული თეთრი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას უნდა მოხმარდეს“,-
განაცხადა სესიაშვილმა.
სპორტის მინისტრობის კანდიდატის ლევან
ყოფიანის განცხადებით კი, გუნდებს კერძო დაფინანსება უნდა ჰქონდეთ.
Internet.ge