დავით დარახველიძე ვიდეომასალას, სადაც ის ქსენოფობიურ განცხადებებს აკეთებს „itv“-ის ფაბრიკაციას უწოდებს
ოკუპირებული
ტერიტორიებიდან
დევნილთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრობის კანდიდატი დავით დარახველიძე ირწმუნება, რომ „ itv“-
ის კადრები სადაც ის ქსენოფობიურ განცხადებებს აკეთებს
ფაბრიკაციაა.
როგორც მან „ინტერნეტ.ჯი“-სთან საუბრისას
განაცხადა, ინტერნეტტელევიზია წინასაარჩევნოდ პროვოკაციული სიუჟეტების მომზადებით
იყო დაკავებული.
„ეს
იყო „itv“-ის მიერ მომზადებული ფაბრიკაცია - დამონტაჟებული მასალა, ისინი 2 თვის განმავლობაში ცდილობდნენ ჩემი საარჩევნო კამპანიის ჩაშლას, სიუჟეტში ჩემი მოსაზრება კონსტექსტიდან ამოგლეჯილია
და მიბმულია ერთმანეთს“,- განაცხადა დარახველიძემ.
მინისტრობის კანდიდატმა არასამთავრობოების
მოთხონაც შეაფასა და აღნიშნა, რომ არასმთავრობოებს მათი სურვილის შემთხვევაში
შეხვდება.
„დაერეკათ ჩემთვის მივიდოდი და განცხადებას
გავაკეთბდი. მე განმარტების გაკეთებაზე უარი არასდროს მითქვამს“,- დასძინა
დარახველიძემ.
შეგახსენებთ, რომ არასამთავრობო
ორგანიზაციები პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ბიძინა ივანიშვილს, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით
გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ტოლვილთა მინისტრობის კანდიდატურის გადახედვას სთხოვენ.
აღნიშნულთან დაკავშირებით, ორგანიზაციებმა
სპეციალური განცხადება გაავრცელეს.
არასამთავრობო ორგანიზაციები გამოთქვამენ
შეშფოთებას, რომ მინისტრობის კანდიდატის მიერ ამბროლაურის რაიონში ჩატარებული
საარჩევნო კამპანიის დროს გამოყენებულ იქნა სიძულვილის ენა და რასისტული
გამონათქვამები, ასევე აგრესიული ტონი მასმედიასთან ურთიერთობისას.
ამასთან, როგორც „itv“-ს
საინფორმაციო სამსახურში აცხადებენ, სურვილის შემთხვევაში ინტერნეტტელევიზია მზად არის ნებისმიერ მსურველს კადრები
ექსპერტიზის ჩასატარებლად გადასცეს.
internet.ge