GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სიახლე
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
„ქართული ოცნება“ საწყის ეტაპზე 4 საპარლამენტო ფრაქციის შექმნას ვარაუდობს
20:38 19.10.2012
დღის სიახლეები

კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, ვიცე-სპიკერობის კანდიდატის ზვიად ძიძიგურის განცხადებით, ახალ პარლამენტში მათი უმრავლესობა ერთპარტიული არ იქნება. როგორც ძიძიგურმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განახცხადა, ეს იქნება ფრაქციათა კოალიცია.

„ჩვენს პოლიტიკურ კოალიციაში შედის ექვსი პარტია და ყველას საკუთარი ფრაქცია ექნება. პირველ ეტაპზე 4 ფრაქცია შეიქმნება, შემდეგ კი 2 დაემატება. პრინციპული მნიშვნელობა აქვს, რომ ეს იქნება არა ერთპარტიული, არამედ ფრაქციათა კოალიციით წარმოდგენილი უმრავლესობა,“- განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.  

პარლამენტში 4 ფრაქციის შექმნას ვარაუდობს პარლამენტის ვიცე-სპიკერობის კიდევ ერთი კანდიდატი მანანა კობახიძე, თუმცა არ გამორიცხავს რომ ფრაქციების რაოდენობა გაიზარდოს.

„ამ მოცემულობით პარლამენტში უმრავლესობა ოთხ ფრაქციას ქმნის. აქიდან ყველაზე დიდი  „ქართული ოცნება“ იქნება. ფრაქციას შექმნის „ქართული ოცნება-  თავისუფალი დემოკრატები“, „ქართული ოცნება- რესპუბლიკელები“ და „ქართული ოცნება კონსერვატორული პარტია. რაც შეეხება „მრეწველებსა“ და „ეროვნულ ფორუმს“, ისინი  „ქართულ ოცნებაში“ შემოდიან“,- განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, კობახიძის ინფორმაციით, კომიტეტის თავმჯდომარეები რეგლამენტის მიხედვით აირჩევიან და მათ ორ-ორი მოადგილე ეყოლებათ.

რეგლამენტით საუბარია ორ მოადგილეზე, უმრავლესობიდან თავმჯდომარე და ორი მოადგილე, აქიდან ერთი მოადგილე გათვალისწინებულია უმცირესობიდან“,- დასძინა ვიცე-სპიკერობის კანდიდატმა.


Internet.ge

 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
ბზა- ფლორისტის რჩევები, საინტერესო ფაქტები და სასარგებლო თვისებები
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
აკრძალული პრეპარატების შემოტანის ფაქტზე ზურაბ კიკვაძე და გიორგი ბასილაძე დააკავეს1
ბაქრაძე: მინდა კალაძეს ვკითხო, ოდესმე მრწვთნელს უთქვამს ნიჭიერი ხარ, მოდი კარებში ჩადექი და ბურთის დაჭერას მერე გასწავლითო?2
„ქართული ოცნება“ საწყის ეტაპზე 4 საპარლამენტო ფრაქციის შექმნას ვარაუდობს3
პოლიციამ მამიდაშვილის მკვლელობაში ბრალდებული დააკავა4
მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის დებულებაში ცვლილება შევიდა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X