ბრაზილიელი 21 წლის მამაკაცი იშვიათი დაავადების მსხვერპლია, რომლის გამოც მისი თავი ნელ-ნელა, გარეგნულად, ტვინის ფორმებს იღებს.
თავის ფორმის ცვლილება 19 წლის ასაკში დაეწყო,
კანის ნაოჭები გაეზარდა და ერთმანეთზე წაეწყო.
ბრაზილიელმა ექიმებმა შეისწავლეს პაციენტი, რომლის ვინაობაც არ ხმაურდება, თუმცა ვერანაირი საეჭვო სიმპტომი ვერ აღმოუჩინეს, რამაც შეიძლება მამაკაცის ჯანმრთელობაზე ნეგატური გავლენა მოახდინოს.
აღნიშნული სინდრომი კი მედიცინაში უიშვიათესია და ის cutis verticis gyrata-ს სახელით არის ცნობილი. პირველად ეს დაავადება 1843 წელსაა აღწერილი, 1953 წელს კი უკვე კლასიფიცირებულია მედიცინაში.
Internet.ge