საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის
facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გამოცხადებული ფოტოკონკურსი დასრულდა.
პრეზიდენტის
ადმინისტრაციის ინფორმაციით, უკვე მიმდინარეობს ხმების შეჯამება და რამდენიმე დღეში ცნობილი გახდება 10 გამარჯვებული ფოტო, რომელთაგან 5 საუკეთესოს ადმინისტრაციის წარმომადგენლები შეარჩევენ.
იმ
შემთხვევაში, თუ გამარჯვებული ავტორები ვერ შეძლებენ ორიგინალი ფოტოს წარმოდგენას, ფოტოსურათი მოიხსნება აღნიშნული კონკურსიდან.
შეგახსენებთ,
ფოტოხელოვნების მოყვარული ადამიანებისთვის გამოცხადდა ფოტოკონკურსი 2012, სადაც
მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეეძლო.
ფოტოებში
ასახული უნდა ყოფილიყო ქვეყანაში ახლადაშენებული და მშენებლობის პროცესში მყოფი ინფრასტუქტურული პროექტები - ქალაქები, შენობები, ქუჩები, ხიდები და ა.შ.
„ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ თითოეული ნამუშევარი საქართველოს განვითარების თქვენეულ, შემოქმედებით ხედვას დაგვანახებს, რაც ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია. გამარჯვებულები კი, სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან. პირველი ადგილის მფლობელი ფოტოხელოვნების შემსწავლელ კურსებზე დასავლეთ ევროპაში გაემგზავრება; მეორე ადგილზე გასულს, ფოტოაფარატი “Nikon D700“ გადაეცემა, მესამე ადგილის მფლობელი ლეპტოპს მიიღებს, ხოლო მეოთხე და მეხუთე ადგილზე გასულები iPad-ებით დაჯილდოვდებიან. ჩვენ თქვენი აქტიურობის იმედი გვაქვს. მოდით, ერთად, ახლებურად დავინახოთ ახალი საქართველო“,- აცხადებენ
ადმინისტრაციაში.
Internet.ge